• 2

სამსახურის უფლებამოსილებები

სამსახურის ძირითადი უფლებამოსილება განისაზღვრება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმადაც სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში და სათანადო აუცილებლობიდან გამომდინარე:

- ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან;

- კონსპირაციის მიზნით ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;

- ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას;

- იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს, აგრეთვე კრიპტოგრაფიულ სისტემებს და შიფრებს;

- უზრუნველყოფს საკუთარი მოსამსახურეების, სამსახურის ქონების და ოპერატიული ინფორმაციის წყაროების დაცვას და უსაფრთხოებას;

- ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

- ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში;

- საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.


თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
ელ-ფოსტა: docs@gis.gov.ge
Facebook you tube E-mail
© 2016-2024 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია