სადაზვერვო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, სახელმწიფოში ფუნქციონირებს შემდეგი სადაზვერვო დაწესებულებები:
საქართველოს დაზვერვის სამსახური (მთავარი სადაზვერვო დაწესებულება) - ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები - ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში;
შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია - ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროებში.