საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა ხორციელდება ეროვნული დონის კონცეპტუალური (სტრატეგიული) დოკუმენტებისა და უწყებრივი დონის დოკუმენტების საფუძველზე. კერძოდ, დაზვერვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური (სტრატეგიული) დოკუმენტებია:
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
- საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
- ეროვნული სადაზვერვო პროგრამა.
აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება სადაზვერვო საქმიანობის შიდა უწყებრივ დონეზე დაგეგმვა და განისაზღვრება სადაზვერვო საქმიანობის პრიორიტეტები, ამოცანები და დავალებები.