საქართველოს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
აღნიშნულ სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობაზე ხორციელდება აგრეთვე საპარლამენტო კონტროლი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით“ დადგენილი ფორმითა და წესით.