• 2

საზოგადოებრივი აქტივობები

2024-03-06

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წლიური ანგარიშები მოისმინეს.

"საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2023 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებებით, ასევე, ინსტიტუციური განვითარების სფეროში. აღნიშნული მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საფრთხეების შესახებ ინფორმაციის წინმსწრებად მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების დროული უზრუნველყოფა ინფორმაციით. აგრეთვე, საქართველოსთვის საზიანო ქმედებების ხელშეშლის, მათი უარყოფითი ეფექტის შემცირების და განეიტრალების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, დაზვერვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები", --- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრები: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

2024-03-05

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის, შალვა ლომიძის ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში

სტუმრის საათის ფარგლებში ზამთრის სკოლის მონაწილეებს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე შეხვდა.

შეხვედრისას მოწვეულმა სტუმარმა განიხილა დაზვერვის სამსახურის სპეციფიკა და მისი განვითარების სტრატეგია. ისაუბრა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ლექციის დასრულების შემდეგ შალვა ლომიძემ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

2024-02-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.

2023-09-19

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

ჩვენს ურთულეს დროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში, განამტკიცოთ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ამგვარად − უზრუნველყოთ საქართველოს შემდგომი წინსვლა.

მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაუღალავი ძალისხმევისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

2023-06-22

დაზვერვის სამსახურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. სტუდენტებს სამსახურის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე. ლექციის მიზანი დაზვერვის სამსახურსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა, მოსაზრებების გაცვლა და სამსახურის მხრიდან საჯარო ურთიერთობის გაღრმავებაა. მსგავსი ღონისძიებები შესაძლებლობას აძლევს სამსახურს გაეცნოს მომავალი თაობის ხედვას, ამასთან, გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზე, დაზვერვის სამსახურის სტრუქტურასა და როლზე.

საქართველოს დაზვერვის სამსახური იზიარებს საჯაროობის პრინციპს, ყოველთვის მზადაა, რომ კანონის ფარგლებში ახალგაზრდებს მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ასევე, მოისმინოს მათი დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების ირგვლივ.

2023-06-08

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. შალვა ლომიძემ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, ასევე
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სხვა რეგიონულ გამოწვევებზე.

შალვა ლომიძის განცხადებით, საქართველოს დაზვერვის სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნდობის ჯგუფთან და პარლამენტის შესაბამის პროფილურ კომიტეტებთან თანამშრომლობას. “საქართველოს დაზვერვის სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად ახდენს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი კომიტეტების ინფორმირებას უსაფრთხოების გარემოს მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით, ხოლო ნდობის ჯგუფის ფორმატი იძლევა ცალკეული საკითხების დეტალურად განხილვის შესაძლებლობას”, - აღნიშნა შალვა ლომიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და ანალიტიკური დირექტორატის უფროსი.

2023-06-02

2023 წლის 2 ივნისს საქართველოს დაზვერვის სამსახურში გაიმართა შეხვედრა სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის სამუშაო გარემოსა და დაზვერვის სამსახურში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურულ და სტრუქტურულ რეფორმებთან დაკავშირებით. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებთან რეგიონში მიმდინარე პროცესები და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე, უპასუხეს ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს.

საქართველოს დაზვერვის სამსახური პერმანენტულად განახორციელებს შეხვედრებს სამეცნიერო წრეებთან და სტუდენტებთან, რაც ხელს შეუწყობს უწყების მეტ საჯაროობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით.

2023-02-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.

2023-01-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

2021-12-28

ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს და სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც უწყების საქმიანობის მიმართულებებზე ინფორმაცია წარადგინეს.

ნდობის ჯგუფის წევრებმა სამსახურის საქმიანობას შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველოს პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურის თანამშრომლობის თვალსაზრისით, 2021 წელი გამორჩეული იყო. ჩვენი როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე ნდობის ჯგუფის ფარგლებში არა ერთი შეხვედრა და მოსმენა გავმართეთ. ასევე უწყებაში განხორციელდა საზედამხედველო ვიზიტი და აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, დაზვერვის სამსახურის საქმიანობა და ჩვენი ღირსეული მზვერავების და პროფესიონალების ღვაწლი, მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.
იხ. ბმული

2021-12-21

ირაკლი ბერაია
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

Tweet

2021-07-16

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია:

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის წევრები საქართველოს დაზვერვის სამსახურის სასწავლო ცენტრში დაზვერვის ოფიცრების მოსამზადებელ პროგრამებსა და გარემოს გაეცნენ. დაზვერვის ოფიცრები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მოწინავენი არიან. სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა ჩვენი პრიორიტეტია.

2021-05-25

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია:

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები საქართველოს დაზვერვის სამსახურის ვესტუმრეთ. ადგილზე გავეცანით სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობებს. მოვისმინეთ ბრიფინგი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, ასევე, სამსახურის ოპერატიული და ორგანიზაციული პრიორიტეტების შესახებ.

2021-01-21

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა.

ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი - სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

2020-08-11

დღეს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავგანწირული ჯარისკაცების ხსოვნას.

2020-08-08

დღეს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა მუხათგვერდის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს 12 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

2020-08-07

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილები დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურს სტუმრობდნენ. სამსახურის თანამშრომლებმა ლევან და ანა ანწუხელიძეებს დაუდასტურეს პატივისცემა და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის მიერ ჩადენილი გმირობის ფაქტი. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ქვეყანას უნდა ახსოვდეს თავისი გმირები, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს ღირსების დასაცავად.

2019-12-27

დაზვერვის სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნული გმირის შვილს ლევან ანწუხელიძეს უმასპინძლა.

2019-09-27

დღეს სოხუმის დაცემის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

2019-09-19

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს მოსამსახურეთა პროფესიული დღე მიულოცა.
უსურვა მათ პროფესიული წინსვლა და მშვიდობა!

2019-09-12

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა უმასპინძლა. ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

2019-08-09

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გელა გელაშვილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების "მტკიცე სული 2019" ("Agile Spirit 2019") დახურვის ცერემონიას დაესწრო.

წელს სწავლებაში 14 ქვეყანა, საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა, მონაწილეობდა. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას.

2019-08-08

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუხათგვერდში გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

2019-05-31

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი ლისის ტბაზე პოლიციის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

2019-05-27

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი თბილისში, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს -“ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ დაესწრო.

ფორუმს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

2019-05-26

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაზვერვის სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.

დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ შალვა ლომიძემ წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამსახურის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები. დაზვერვის სამსახურის ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფარგლებში გაივლიან სპეციალურ მომზადებას, შეისწავლიან სამხედრო საქმეს და დამატებით უცხო ენას. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნებიან ყოველთვიური ანაზღაურებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის წარმატებულ მოსამსახურეებს საქართველოს დაზვერვის სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

2019-05-26

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 463 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სწორედ ამდენმა რეკრუტმა და წვევამდელმა დადო საზეიმო ფიცი თბილისში, მრავალძალში, ანანურში, უფლისციხეში, გრემსა და ზუგდიდში.

2019-05-09

დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

2019-05-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვისძალების მეთაური მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2019-04-09

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა გვიან ღამით 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამსახურის მოსამსახურეებთან და შვილებთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა ხსოვნას.

2019-04-05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა. სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს დაზვერვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს. საუბარი შეეხო ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს.

2019-03-25

2019 წლის 22 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა - განხილვა გაიმართა.

წიგნი ეხება თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - ტერორიზმის ანატომიას, საქართველოს ჭრილში, რომელშიც განხილულია საერთაშორისო ტერორიზმის თეორიული, სამართლებრივი, ისტორიულ- პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური, კონტრტერორისტული საქმიანობის საერთაშორისო და ეროვნული შემადგენელი. ასევე, მოცემულია დასკვნითი რეკომენდაციები.

წიგნის წარდგენა-განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

2019-03-06

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი საპარლამენტო ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.

2019-03-01

დღეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებულ სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი დაესწრო.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია 5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შესახებ, რომელზეც ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს.

2019-02-25

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარმა მრჩეველმა გოჩა რატიანმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

2019-02-22

დღეს საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

2019-02-06

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრისას მათ განიხილეს როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები ასევე ქვეყნის საგარეო გამოწვევები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.

2018-12-27

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები შინდისში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრნენ სხვადასხვა რეგიონში და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის და ლევან მელქაძის ოჯახები მოინახულა.

2018-12-20

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ საქართველოს მთავრობის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

2018-12-18

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური კონფერენციის „ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“ გახსნას დაესწრო.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018-ის ფარგლებში“ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

2018-12-16

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი ქალაქ თელავში საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.

2018-12-10

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.

2018-12-07

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 41- ე პრეზიდენტის ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში, აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა.

2018-12-06

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი თავდაცვის სამინისტროში მინისტრ ლევან იზორიას მიერ უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

2018-10-18

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

2018-09-27

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

2018-09-22

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში საერთაშორისო ჩემპიონატის – „პირადი მცველი 2018“ საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო.

2018-09-19

19 სექტემბერს საქართველოს დაზვერვის მოსამსახურეთა პროფესიულ დღეს დაზვერვის სამსახურის წვევამდელებმა ფიცი დადეს. ფიცის მიღების ცერემონიას დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი დაესწრო. მან სიტყვით მიმართა წვევამდელებს, ქვეყნის სამსახურში ჩადგომა მიულოცა და საქართველოს გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანა უსურვა.

2018-08-29

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს.

2018-08-13

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ დევინ ნუნესს და ამავე კომიტეტის წევრს, კონგრესმენ რიკ კროუფორდს უმასპინძლა.

2018-08-11

დღეს შინდისის გმირთა სახელობის სკვერში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2018-08-08

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დაზვერვისსამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკომუხათგვერდში გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

2018-08-02

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა მონაწილეობა მიიღო სწავლების„ღირსეული პარტნიორი 2018“ საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ოფიციალურად ვაზიანისაეროდრომზე გაიხსნა.

2018-05-26

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, დავით სუჯაშვილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილზე: თბილისში,კოჯორში - ქოროღლის ციხესთან, შინდისში, ვარძიაში, გელათსა და ბათუმში გაიმართა. საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადეს.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ,ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ,სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

2018-05-09

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

2018-05-06

დღეს, 6 მაისს კახეთმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მარათონს -„ფრთები სიცოცხლისთვის-მსოფლიო რბენა“(Wings for Life World Run) უმასპინძლა.აღნიშნული ღონისძიება საქველმოქმედო მიზანს ემსახურება და მიმართულია ზურგის ტვინის პათოლოგიების მქონე ადამიანების სამკურნალოდ ჩასატარებელი კვლევების ხელშესაწყობად. საქართველოს დაზვერვის სამსახურიც უერთდება საქველმოქმედო მარათონს, გამოხატავს თანადგომას და მიესალმება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

2018-04-27

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარე უწყებაში მიმდინარე რეფორმას გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში დაზვერვის სამსახურის როლზე ისაუბრა.

2018-04-09

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა გვიან ღამით 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამსახურის თანამშრომლებთან და შვილებთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

2018-03-30

გვსურს,გამოვეხმაუროთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2018 წლის 30 მარტს გამოქვეყნებულ კვლევას - „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2017“.

საქართველოს დაზვერვის სამსახური მხარს უჭერს და მიესალმება სახელმწიფო უწყებების მხრიდან ღიაობის ზოგად პრინციპს და მათი საქმიანობის გამჭვირვალე პროცესს. ამავე დროს, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია,რათა არ მოხდეს საკითხის ინტერპრეტირება.

2017 წლის IDFI -ის ანგარიშში საქართველოს დაზვერვის სამსახური მოხვდა დახურული საჯარო დაწესებულებების სიაში. განვმარტავთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N507 დადგენილებით, IDFI- ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიკუთვნებულია სახელმწიფო საიდუმლოებას, რის შესახებაც ზემოთხსენებულ ინსტიტუტს 2017 წლის 6 ივნისს წერილობით ეცნობა და განემარტა მათ მიერ მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაციების გაცემაზე შეზღუდვების მიზეზები.

რაც შეეხება 2015 წელს საქართველოს დაზვევრის სამსახურის მიერ IDFI-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაცია მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებამდე პერიოდს.აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, საქართველოს დაზვერვის სამსახური 2014 წელს დაჯილდოვდა IDFI- ის მიერ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.

გამოვთქვამთ მზადყოფნას იმ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,რომელიც არ განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

2018-03-26

მ/წ 26 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურს სტუმრობდა.დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს დაზვერვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

2018-03-14

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ გასვლითი სხდომა გაიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურში.დეპუტატებმა დაზვერვის სამსახურის მხრიდან ანგარიში მოისმინეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

2018-03-10

საქართველოს დაზვერვის სამსახური ყოველთვის მიესალმება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვას.

აქედან გამომდინარე, 2018 წლის 10 მარტს, თბილისის ძიუდოს აკადემიის სპორტკომპლექსში კიოკუშინკაი (კონტაქტურ) კარატეში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე დაზვერვის სამსახურის უფროსმა,დავით სუჯაშვილმა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ოთარ ესიტაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელობის თასით „ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობა“ და მედლით ”საბრძოლო სულისკვეთებისთვის“ დააჯილდოვა.

2018-02-23

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარმა მრჩეველმა გოჩა რატიანმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი იუნკერების ხსოვნისადმი პატივის მიგება უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და თითოეული ქართველისათვის

2017-06-06

“ჩვენი არჩევანი – ახალგაზრდა თაობა, ჩვენი მიზანი – ერთიანი, ძლიერი საქართველო” პროექტის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს, ნიჭიერ, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს უმასპინძლა. მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა, თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატმა, ბავშვთა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით.

2016-12-30

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები შინდისში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრნენ სხვადასხვა რეგიონში და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა და სამსახურის უფროსმა მრჩეველმა გოჩა რატიანმა კი გმირულად დაღუპული ლევან მელქაძისა და გიორგი ანწუხელიძის ოჯახები მოინახულეს. უწყების თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრები შინდისის გმირებისა და გიორგი ანწუხელიძის შვილებს კინოთეატრსა და ბავშვთა გასართობ ცენტრშიც უმასპინძლეს.

2016-12-28

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს, მიულოცეს მათ დამდეგი შობა-ახალი წელი და საჩუქრები გადასცეს.

2016-12-28

28 დეკემბერს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი შინდისში გამართულ საშემოდგომო გაწვევის ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს, მემორიალთან შინდისში დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

2016-12-16

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ჩვენი მიზანია ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდების მოძიება და მათი სახელმწიფო სამსახურში ჩართვა. მომავალი თაობის პატრიოტულად აღზრდა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა, ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია.

2016-12-15

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 15 დეკემბერს "თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" პირველი ღონისძიების გახსნას დაესწრო. დისკუსიის ძირითადი თემები იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლი, ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად გამკლავების გზები.

2016-09-29

საქართველოს დაზვერვის სამსახური სამძიმარს გამოთქვავს ისრაელის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც არა მარტო შეესწრო ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, არამედ დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში და აგრეთვე საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებაში.

2016-08-08

დაზვერვის სამსახურის უფროსმა - დავით სუჯაშვილმა და უფროსის მოადგილემ - გელა გელაშვილმა, ყვავილებით შეამკეს შინდისში დაღუპული გმირების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

2016-07-18

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა - დავით სუჯაშვილმა, 14 ივლისს, ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, სადაც მან დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და სოლიდარობა გამოუცხადა.

2016-06-30

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა - დავით სუჯაშვილმა, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა, სადაც მან დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას მიუსამძიმრა.

2016-06-18

საქართველოს დაზვერვის სამსახურმა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ბავშვებს უმასპინძლა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის თანამშრომლების და შინდისში დაღუპული გმირის – ემზარ წილოსანის შვილებმა.

ღონისძიების მიზანი, პატრიოტულ სულისკვეთებასთან ერთად, მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. დაზვერვის სამსახური მომავალშიც გეგმავს თავისი პატარა მეგობრების წახალისებას მსგავსი სახის აქციებით.

2016-05-14

13-14 მაისს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს კარატეში. საქართველოს ნაკრების წევრი ანდრეი ზინჩენკო ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მიხეილ წიკლაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა თამარ ბიბილეიშვილი. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

2016-04-18

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომლის ფარგლებშიც შინდისის გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დაირგო.

2016-02-25

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ - გელა გელაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი იუნკერების ხსოვნისადმი პატივის მიგება უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და თითოეული ქართველისათვის.

2016-01-14

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ყაზბეგის რაიონის მკვიდრი, სკოლის მოსწავლე უჩა ხუციშვილი პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვეს. უჩა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში – “საქართველოს მოხალისე”, საუკეთესოთა შორის დასახელდა. მოხალისეები რვა თვის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით აწყობდნენ სპორტულ ღონისძიებებს, ინტელექტუალურ თამაშებს, სემინარებს და ახორციელებდნენ სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებით პროექტებს.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები წარმატებას ვუსურვებთ უჩას, პატრიოტ ახალგაზრდებს, მათ მიერ წამოწყებულ ყველა საქმეებში, რაც ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული.

2016-01-12

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში “თავისუფალი უნივერსიტეტის” ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული გურამ ქართველიშვილი პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვეს.

გურამმა, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამებში მოსახვედრად ჩააბარა GRE - ის საგამოცდო ტესტი. ფიზიკაში მაქსიმალური ქულაა – 990. 900 ქულაზე მეტს საუკეთესოები იღებენ. ქართველმა სტუდენტებმა – გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა, შესაბამისად 920, 970 და 990 ქულა აიღეს.

2015-12-23

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისში დაღუპული გმირების ჩვიდმეტივე ოჯახი მოინახულეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. უწყების ხელმძღვანელი, დავით სუჯაშვილი ერთ-ერთი გმირის - ლევან მელქაძის ოჯახში იმყოფებოდა.

2015-11-20

დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პარაოლიმპიელ მოფარიკავე დიანა ჯიშიაშვილს.

თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
ელ-ფოსტა: docs@gis.gov.ge
Facebook you tube E-mail
© 2016-2024 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია