• 2

ხედვა და ღირებულებები

ჩვენ კარგად გააზრებული გვაქვს, რომ თანამედროვე და განვითარებული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია გამართულად და ეფექტურად მოქმედი დაზვერვის სამსახურის გარეშე.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ვაფასებთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში და ვცდილობთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლის მიღმა ახალი გამოწვევა ან შესაძლებლობა დავინახოთ.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს :

ღირსება და ერთგულება

ჩვენი საქმიანობა თითოეული ჩვენგანისთვის უმაღლესი მოწოდება და ღირსების საკითხია. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს საკუთარზე მაღლა ვაყენებთ.

პასუხისმგებლობა და კანონის უზენაესობა

ჩვენ საქმიანობას მიღწეული შედეგით ვაფასებთ. ვხელმძღვანელობთ კანონის უზენაესობის პრინციპით და პროფესიული ეთიკით, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ღირებულებებსა და ნორმებს ეფუძნება.

გუნდურობა და პროფესიონალიზმი

ჩვენ დასახულ მიზნებს ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ. პატივს ვცემთ და სათანადოდ ვაფასებთ საერთო საქმეში ყველა თანამშრომლის მიერ შეტანილ წვლილს.

ახალგაზრდა თანამშრომლები უფროსი თაობის მხარდამხარ იზრდებიან. ჩვენ მუდმივად ვიღრმავებთ ცოდნას და ვიძენთ გამოცდილებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ სამსახურის სიძლიერე თითოეული ჩვენგანის მაღალ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.


თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
Facebook you tube
© 2016-2018 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია