• 2

დანიშნულება და საქმიანობა

„ძლიერი დაზვერვა - წარმატებული სახელმწიფო!“

საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.

ჩვენი დანიშნულებაა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

ჩვენი მიზნებია:

  • ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების დროული გამოვლენა;
  • ამ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და ქვეყნის სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირების ინფორმირება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარების ხელშეწყობა;
  • სუვერენიტეტის დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ინვესტიციების მოზიდვისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევის პროცესში მონაწილეობა;
  • ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.

საქართველოს დაზვერვის სამსახური სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში. აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, გეგმავს და მართავს რიგ სადაზვერვო-ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.

თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
ელ-ფოსტა: docs@gis.gov.ge
Facebook you tube E-mail
© 2016-2024 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია